ლისაბონის, ლივერპულის, ათენის, ბერლინის, ედინბურგისა და სხვა დიდი ქალაქების შემდეგ შესაძლოა, ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომას ბათუმმაც უმასპინძლოს. საკითხის განსახილველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის გენერალურ მდივანს კარლ ერიკ ნორმანს შეხვდა.
შეხვედრაზე ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომის ბათუმში შესაძლო ჩატარების შესახებ დეტალები განიხილეს. გასვლითი სხდომის ბათუმში ჩატარება.
,,დელეგატებისთვის რეგიონის კულტურის გაცნობა ხელსაყრელია ბათუმის პოპულარიზაციისთვის და სამომავლოდ ღონისძიებების აქ გადმოტანისთვის. ეს იქნება შანსი კულტურის საშუალებით ევროპასთან დაახლოების. პარლამენტის სხდომების თემატიკა მრავალფეროვანია და სესიები მოიცავს პრეზენტაციებს, დისკუსიებს, ვორკშოფებს, კითხვა-პასუხის რეჟიმს. სამუშაო თემები გამომდინარეობს და ეხება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს, ცვლილებებს, თავისებურებებს, კულტურების თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხებს. სესიებზე საფუძველი ეყრება და განიხილავენ საინტერესო და მნშვნელოვან ინიციატივებსა და პროექტებს, რომელთა სამომავლოდ განხორციელებაც იგეგმება ევროპის პარლამენტთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშომლობით”, - აცხადებენ აჭარის მტავრობაში.
ევროპის კულტურის პარლამენტში გაერთიანებულია 160 წევრი ევროპის 43 ქვეყნიდან. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაკავშირება კულტურის სფეროში, იდეებისა და ინიციატივების ხელშეწყობა, დამოუკიდებელი ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების წახალისება.