საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით ლორთქიფანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი იმერეთის რეგიონში, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე - შუამთასა და ჭყვიშზე გადის. აღნიშნული გზა გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებთან მიდის და ტურისტულად მნიშვნელოვან საგზაო მონაკვეთს წარმოადგენს.
4.5 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის მთლიანად განახლებას, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის პარაპეტების, საგზაო ნიშნების, გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობას.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 468 ათასი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის ზაფხულამდე დასრულდება.