საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაატვალიერა. პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
პროექტი ითვალისწინებს სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო- მომარაგების ქსელის მოწყობას. ამასთან გაკეთდება ვიზიტორთა ცენტრი და ავტოსადგომი. გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სამუშაოების ღირებულება - 1 მლნ ლარია , პროექტის ფარგლებში 30-ამდე ადამიანია დასაქმებული.