ქაბულის ცენტრში დანაღმული ავტომობილის აფეთქების დროს 40 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თვითმკვლელმა, რომელიც დანაღმულ ავტომობილს მართავდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში საერთაშორისო ძალების გამცილებლების ჩავლის დროს მოიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით აფეთქებას მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლება შეეწირა.