გერმანიის ხელისუფლების რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხში, მარკუს ლენინგი უკრაინის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპული დემოკრატიის პრინციპებზე დაკვირვება განაგრძოს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "უნიანი" გერმანულ გაზეთ "ნემეცკაია ვალნაზე" დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ ბოლო დროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების კუთხით წინ წაიწია, თუმცა ვითარება შეიძლება შეიცვალოს.
ამასთან, გერმანიის მთავრობა უკრაინას აფრთხილებს, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ სიტყვის თავისუფლების სფეროში მიღწეული წინსვლა შეინარჩუნოს.
"სერიოზულად ვურჩევ ინუკოვიჩს, რომ უზრუნველყოს და პატივის სცეს პრესის თავისუფლების", - განაცხადა მარკუს ლენინგმა.
ამასთან, ლენინგის განცხადებით, ბოლო დროს შესამჩნევი გახდა ახალი მთავრობის მცდელობა, რომ გავლენა მოახდინოს ჟურნალისტებზე და საინფორმაციო საშუალების რედაქციებზე, რაც გერმანიაში შეშფოთებას იწვევს.
"ადამიანის უფლებების დაცვა დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ უნდა უზრუნველყოს. სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინელების მოვალეობაა და არა - მრჩეველების გერმანიიდან ან ევროპის სხვა ქვეყნებიდან", - განაცხადა ლენინგმა და აქვე დასძინა,რომ ყველა ხელისუფლება მოვალეა, ჟურნალისტები ან უბრალო მოქალაქეები დაიცვას, რომლებიც თავიანთ მოსაზრებას გამოთქვამენ.