სეტყვამ, რომელსაც თან ქარიშხალი ერთვოდა ყვარლის რაიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სეტყვის შედეგად ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანში მოსავლის 70% განადგურებულია.
დასეტყვილია, ბოსტნეული და ვენახები. ამასთან ძლიერმა ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა, რამდენიმე ათეული სახლის სარდაფში წყალიც ჩავიდა.
ქარიშხალმა ყვარელი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის პირას ხეები მოგლიჯა რის გამოც აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებული იყო. ამ დროისთვის გზა ხეებისგან გაწმენდილია და მოძრაობაც აღდგა.
ძლიერმა ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ბოძებიც წაქცია, რის გამოც 3 სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
კახეთში, მიყენებული ზარალის დათვლას დღეიდან დაიწყებენ.