დღეს, 18 მაისს, კახეთში განხორციელებული ფოტოტურის დროს გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თითოეული კონკურსანტის სამი საუკეთესო ფოტო. ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს.
ფოტოტურის პროექტი მეორედ განხორციელდა. პირველად ტური იმერეთში მოეწყო, რის შედეგადაც ისტორიული ადგილებისა და ძეგლების ფოტოები იქნა დაღებული. ტურში მონაწილეობა ფოტოხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებმა და ფოტომოყვარულებმა მიიღეს. მსგავსი ტიპის პროექტი სეზონურად იგეგმება გურიაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, ქართლში და სხვა რეგიონში.
გამოფენა თავისუფლების მოედანზე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში გაიმართება.