საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ლითანიშვილმა გორი-ქარელის გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი, რომელიც სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება მოიცავს: გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას; რკინაბეტონის კიუვეტებისა და გაბიონების ქვედა საყრდენი კედლების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობას; წყალგამტარი მილებისა და ბეტონის ღარების შეკეთებას. ასევე, გზის შემოფარგვლასა და ჰორიზონტალურ მონიშვნას.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთის 2 კმ-ზე უკვე დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა დარჩენილ 4 კილომეტრზე მიმდინარეობს.
აღნიშნული მონაკვეთი ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე: ღვლებზე, ქვენაფლავსა და რიეთზე გადის, სადაც ასფალტ–ბეტონის საფარიანი გზა არასდროს ყოფილა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 მილიონ 744 ათასი ლარია.