უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და რუსეთის პრეზიდენტი მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შემუშავდეს და მიღებულ იქნეს სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი პროგრამა.
სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი უკრაინა-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო კომისიის მესამე სხდომის ფარგლებში შედგა. პროგრამა 10 წელს იქნება გათვლილი.
იანუკოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს პროგრამა ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების სამოქედო მექანიზმი გახდება.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ ასეთი პროგრამის მზადება. ის შემუშავების სტადიაშია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.