აუქციონის სახლმა Nate D. Sanders -მა პოპმუსიკის მეფის, მაიკლ ჯეკსონის ტანსაცმელი და აქსესუარები გასაყიდად გამოიტანა. მათ შორის ნარინჯისფერი ჯინსი, რომელიც მომღერალს კონცერტის ჩაწერისას ეცვა.
აუქციონის სახლი, ძირითადად ჰოლივუდისა და შოუბიზნესის ვარსკვლავების პირადი ნივთების გაყიდვით არის დაკავებული. მისი წარმომადგენლები რეკორდულ შემოსავალს ელოდებიან.
აუქციონზე ასევე გამოტანილია დიდი ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის წერილი და მერლინ მონროს ტელეფონების წიგნაკი.