თურქეთის შავი ზღვის პროვინცია ზონღულდაკში, კარადონის მაღაროში, აფეთქება მოხდა.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მაღაორში აფეთქების დროს 32 მაღაროელი იმყოფებოდა. მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი, უცნობია. უცნობია აფეთქების მიზეზებიც.
~ამ ეტაპზე ამაღაროელების სამაშველო სამუშაო მიმდინარეობს, რომლებიც 540 მეტრის სიღრმეში იმყოფებიან. ყველა არსებულ შესაძლებლობას ვიყენებთ", - განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა ერდამ ატამ, ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით.
მიმდინარე წლის თებერვალში მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად ბალიკესირის პროვინციაში, რომელიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, 17 კაცი დაიღუპა.