რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს თოვლისა და ყინულის მჭრელი სპეცტექნიკა გადასცა. აღნიშნული ტექნიკა მრავალფუნქციურია და მისი მეშვეობით წელიწადის ნებისმიერ დროს ქუჩების დასუფთავება და ნარჩენების გატანაცაა შესაძლებელი. თოვლისა და ყინულის მჭრელი სპეცტექნიკის შეძენა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოხდა და მისი ღირებულება 295,000 ლარია.