დიდი ქართველი კლასიკოსი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, გურამ დოჩანაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას სტუმრობდა.
შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ქართველ მწერალს შორის „არტ უნივერსალის“ დამფუძნებლის ხატია ჯანაშიას თაოსნობით შედგა.
შეხვედრის მიზანი ახალი რომანის „ბრმადყოფილზე, და...“ გაცნობა იყო.
ქართული პროზის ახალი შედევრის პრეზენტაციას რუსთაველის თეატრის მსახიობი და თავისუფალი დასის დირექტორი ედმონდ მინაშვილი ესწრებოდა.
„ბედნიერებაა ასეთი თბილი შეხვედრა სამეგრელოში, ზუგდიდიში. ვგრძნობ დიდი სიყვარულს ზუგდიდელებისგან და გულითადად მინდა გავამართლო ეს სიყვარული“,- განაცხადა მწერალმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, მადლობა გადაუხადა მწერალს სტუმრობისთვის. ჯანის სიმრთელე და კიდევ უამრავი რომანებით ქართული პროზის გამდიდრება უსურვა.
ახალი ქართული რომანი ავტორმა საკუთარი ავტოგრაფით მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს გადასცა.