საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კიასტუტის იანკაუსკასმა და მისიის რეგიონალური ოფისის უფროსმა გაბრიელ ვონ ჰორნიმ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელტან, ედიშერ თოლორაიასთან შეხვედრისას თემა კონფლიქტისპირა სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტები განიხილეს.
მისიის წარმომადგენლები რაიონის მაცხოვრებლების მდგომარეობით დაინტერესდნენ. სტუმრებმა გამგებლისგან ბოლო სამი წლის მანძილზე მოსახლეობის ეკონომიკური ფაქტორებით დაინტერესდნენ. ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ასევე რუხის ადმინისტარციულ ერთეულში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციური თვისებები და ხელმისაწვდომობა კონფლიქტის ზონიდან გადმოსული ხალხისთვის.
დიალოგის ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე 2013 წლიდან დღემდე შესრულებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრეს.
„უახლოეს პერიოდში 6 მილიონი ლარის ღირებულების გზების მშენებლობაა დაგეგმილი. რეკონსტუქცია გავუკეთეთ და ახალი სიცოცხლე შევმატეთ ისეთ საერთო საცხოვრებლებს ონარიის დასახლებაში, რომლებიც 100 წელზე მეტს ითვლის, მაგრამ მე მაინც არ შეიძლება ამით კმაყოფილი ვიყო, ამით თავს არ ვიმშვიდებ. სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტები მაქვს დაგეგმილი და ჩემი გამგებლის თანმდებობაზე ყოფნის მანძილზე მინდა ყველა მოვასწრო”, - განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.
სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისის უფროსის გაბრიელ ვონ ჰორნის განცხადებით, ორმხრივი დიალოგი უფრო ინტენსიურად გაგრძელდება.
„სადამკვირვებლო მისია თავის წვლილს შეიტანს უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენს ცხოვრებაში და უფრო ხშირად შედგება ორივე მხარის დიალოგი“, - განაცხადა გაბრიელ ვონ ჰორნიმ.