ადრიანო ჩელენტანომ, მშობლიური ქალაქის მილანის მერის არჩევნებზე, შესაძლოა, კენჭი იყაროს. მან საარჩევნო სლოგანიც მოიფიქრა: "მილანს ახალი ლამაზი სახე მივანიჭოთ".
72 წლის მომღერლისა და მსახიობის კანდიდატურა მისმა მეგობარმა, ცნობილმა მწერალმა მარიო კაპანიამ წამოაყენა.
ჩელენტანოს მილანის რეფორმების შესახებ იდეები უკვე აქვს. მან საზოგადოებას შესთავაზა რეფერენდუმის ჩატარება და მილანის ულამაზო შენობებისგან გათავისუფელბა. უმთავრესად ეს ცათამბჯენებს შეეხება.
თავისი კარიერის პირველივე დღეებიდან ჩელენტანო ეკოლოგიის თემას დიდ ყურადღებას უთმობდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩელენტანო დამოკიდებლობას იჩენს, თუმცა მიიჩნევა, რომ იგი მემარცხენე ძალების მხარდამჭერია.