რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრ მედვედევი, რომელიც დღეს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა თან ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ჩაიყვანს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ უკრაინული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია.
რამზან კადიროვი მედვედევის თანმხლებ რუსული დელეგაციის შემადგენლობაშია ჩართული.
რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კადიროვი კიევში მედვედევთან ერთად ჩადიოდა, უკრაინაში "გაიხსენებს ჩეჩნეთის პრეზიდენტის გამონათქვამები, როდესაც იგი მოუწოდებდა რუსეთს უკრაინასთან არსებული პრობლემები რადიკალური გზით გადაეწყვიტა.