რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საავიაციო მშენებლობის სფეროში ერთობლივი რუსულ-უკრაინული დაწესებულებების შექმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"შეიქმნება თუ არა ერთობლივი დაწესებულებები? მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამისათვის საბოლოო შეთანხმების მიღწევაა საჭირო. ყოველ შემთხვევაში საავიაციო მრეწველობაში საწარმო კოოპერაცია მე სრულიად ლოგიკურად მეჩვენება, იმიტომ რომ ტექნოლოგიური საფუძველი ჩვენ ძალის ახლო გვაქვს, თითქმის ერთნაირიც, საერთო პრობლემები გვაქვს და ა.შ", _ აცხადებს დიმიტრი მედვედევი.
ამავე დროს, მისივე თქმით, ერთობლივი რუსულ-უკრაინული დაწესებულებების შექმნის საკითხი დღეს "ძალიან ყურადღებით მუშავდება". მედვედევი ასევე აცხადებს, რომ საავიაციო სფეროში ორ ქვეყანას შორის ურიგო პოტენციალი როდი არსებობს, რომელსაც ისტორიული ხასიათი აქვს.
"ჩვენი ძირითადი კომპანიები, "ანტონოვი" მაქვს მხედველობაში და გაერთიანებული ავიამშენის კომპანია პირდაპირ კონტაქტზე იმყოფებიან. ახლა რამდენიმე ახალი იდეა განიხილება ამ სფეროში", _ განაცხადა მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები