26 იანვრის მონაცემებით, ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა, - იუწყება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში ბათუმში ასეთი უხვთოვლიანობა არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების ინფორმაციით 1985 წელს თოვლის საფარის სიმაღლე 101 სმ დაფიქსირდა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული სინოპტიკური ინფორმაციით უახლოეს 1 საათში თოვა შეწყდება. ხვალიდან მოსალოდნელია უნალექო ამინდი.