დიდთოვლობის გამო აჭარასა და გურიის რეგიონებში საერთო ჯამში 10 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ,,ენერგო-პრო“ და სამთავრობო სტრუქტურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მისივე თქმით, რთულია მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილება.
„ადგილობრივ მთავრობასთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მალე აღმოიფხვრას პრობლემა,“ - აცხადებს ელოშვილი.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აბონენტებს რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება, ხვალ დღის განმავლობაში აღუდგებათ.