„მოქალაქეთა ჩართულობა-ეფექტური თვითმმართველობისათვის“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პარტნიორობით ახორციელებს.
„ჩვენ მივისწრაფით ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბებისაკენ, რომელიც ფოკუსირებული იქნება საზოგადოების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე”, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.
საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ნინო ხუხუას განცხადებით, საიას გააჩნია საკმარისი გამოცდილება და ცოდნა შეასრულოს პროექტის მიზნები და ამოცანები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.
პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
პროექტის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის აქტივობების ჩატარება. მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, მოქალაქეთა პრობლემების ადვოკატირება, მოქალაქეთა გააქტიურება და მათი როლის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სოფლის კრებებზე დასწრება და ერთდღიანი სასწავლო კურსები მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროექტს დადებითად აფასებენ და მუნიციპალიტეტში მისი განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გიზო სართანია თქმით, მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლება ხელს შეუწყობს ეფექტურად განხორციელდეს სოფელზე და მოალაქეებზე მორგებული პროექტები.
გამგებლის მოადგილის განცხადებით, გამგეობა ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს ინიცაიტივას.