ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ხიდი აშენდება, ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ განაცხადა.
"ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობის ნებართვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის განყოფილებაში უკვე მოეწერა ხელი", - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.
თოლორაიას განცხადებით, ხიდის პროექტი გერმანული საპროექტო ფირის მიერ არის შესრულებული.
"რკინა-ბეტონის ხიდის სამშენებლო პროექტი შესრულებულია გერმანული საპროექტო ფირის მიერ. ახალი ხიდის მშენებლობა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 3 მლნ.500 ათასი ლარით დაფინანსდა", - განაცხადა თოლორაიამ.
მისი განმარტებით, ახალი ხიდი მდინარე ჭანისწყალზე აშენდება და სიგრზე 120 მეტრი სიგანე კი 11 მეტრი იქნება. ხიდის ტროტუარი 1,2 მეტრს შეადგენს.
მისივე თქმით, ხიდი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელის გადაადგილებაში და დაზოგავს მათ დროს სასურველ ადგილას მისასვლელად.