ლატარეა "ევრო-მილიონის" მორიგი ტირაჟის გამარჯვებული ბრიტანელი გახდა. მისმა მოგებამ 100 მილიონ 37 ათას 101 ევრო შეადგინა, რაც სამი ტონა ოქროს ექვივალენტურია. თუმცა, ეს მოცულობით მხოლოდ მესამე შედეგია 2004 წლის თებერვალში შექმნილი კონტინენტალური ლატარეის მთელს ისტორიაში.
იღბლიანი გამარჯვებული ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ამ კვირას "ევრო-მილიონის" ლატარეის ბილეთი იყიდა და შვიდი სანუკვარი ციფრი გამოიცნო.
ამ ლატარეის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა 126 მილიონ 231 ათას 764 ევრო ესპანელმა მიიღო. მან ეს თანხა 2009 წლის 8 მაისს მოიგო. ფრანგები, რომლებიც ევროპაში ყველაზე აზარტულ მოთამაშეებად ითვლებიან ამ ლატარეის გამარჯვებულები სამჯერ გახდნენ.