ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეს კრივის საბავშვო ჯგუფს სპორტული ინვენტარები გადაეცა. ინვენტარი კრივის საბავშვო ჯგუფისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას ინიციატივით იქნა შეძენილი.
„სოფელ რიყეს კრივის საბავშვო სექცია საჯაროს სკოლის სპორტდარბაზში გადის წვრთნებს. წლების მანძილზე სპორტული მოწყობილობების ნაკლებობას განიცდიდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სპორტის განვითარების ა.ა.ი.პ–ი ცენტრი ჯგუფის ინვეტარებით მომარაგებას კვლავ გააგრძელებს”, - განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.
სპორტული ჯგუფის აღსაზრდელებმა და მწვრთნელებმა მადლობა გადაუხადეს გამგეობას მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და ზრუნვისთვის.
სპორტული მოწყობილობების ჩამონათვალში იყო სავარჯიშო ტომრები, სისწრაფის განსავითარებელი ჟგუტები და ხელთათმანები, ასევე სისწრაფის განსავითარებელი ბურთები.