ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაია „ეტალონი 2016“ წლის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებულს რუსიკო ანსიანსა და სატელევიზიო გადაცემა „იმედის გმირები“ –ს ფინალისტს როსტომ ზარანდიას შეხვდა და საჩუქრები გადასცა.
გამგებელმა „ეტალონი 2016“ წლის ფინალისტს, სოფელ ჭკადუაშის საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლეს რუსიკო ანსიანს წარმატებები უსურვა და საჩუქრად სხვადასხვა სახის წიგნები გადასცა. რუსიკო ანსიანი 2016 წლის მაისში თბილისში გაემგზავრება და ფინალურ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.
„რუსიკოს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება. ძალიან გვემაყება, რომ ის ფინალში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით წარსდგება. ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ და გვერდით დავუდგებით ნიჭერ მომავალ თაობას. ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. მთლიანობაში რაც მუნიციპალიტეტში კეთდება სწორედ ახალგაზრდებისა და მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა თოლორაიამ.
ედიშერ თოლორაიამ „იმედის გმირების“ ფინალისტს როსტომ ზარანდიას საჩუქრად ნოუთბუქი გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.