დონალდ ტრამპს კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ამჯერად პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს მხარი მისმა ტანაპარტიელმა, ალიასკის ყიოფილმა გუბერნატორმა სარა პეილინმა დაუჭირა. ვიცე-პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი აიოვაში გამართულ მიტინგზეც გამოვიდა, რომელზეც ტრამპის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. წინასაარჩევნო გამოკითხვებში რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის დონალდ ტრამპი დამაჯერებლად ლიდერობს.