გუშინ, სამხრეთ კორეულმა ხომალდმა ჩრდ. კორეული კატარღების მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩრდ. კორეის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორი სამხედრო კატარღა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში შევიდა. სამხრეთ კორეულმა სამხედრო ხომალდმა მათ უკან დახევისკენ მოუწოდა, თუმცა დაუმორჩილებლობის გამო ხომალდმა ორი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
ბოლო პერიოდში, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია. მიზეზი კი 26 მარტს "ყვითელ ზღვაში" ჩაძირული სამხრეთ კორეული გემია. სამხრეთ კორეული და ამერიკული დაზვერვის მტკიცებით, ხსენებული ხომალდი ჩრდ. კორეულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოს გასროლით ჩაძირა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყნაში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს ჩრდ. კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვიტისკენ მოუწოდა.