"ინტეფაქსის" ინფორმაციით, ყირგიზეთში, ბიშკეკის ცენტრში, ქალაქის მაცხოვრებლებმა სანქცირებული მსვლელობა მოაწყევს.
მსვლელობაში ბიშკეკის ათასამდე მაცოხვრებელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ახალგაზრდებმაც.
აქციის მიზანი ყირგიზეთში მშვიდობისა და სტაბილიზაციის მხარდაჭერა იყო.
მსვლელობა ყირგიზეთის დედაქალაქში აქციის მონაწილეთა ორმა კოლონამ მოაწყო, ისინი ერთმანეთს ცენტრალურ მოედანზე შეხვდნენ და პარლამენტის შენობასთან მიტინგი გამართეს.
ცენტრალურ მოედანზე კი, მსვლელობის მონაწილეებს დროებითი მთავრობის ხელმძრვანელი როზა ოტუმბაევაც შეუერთდა.
მისი თქმით, დროებითი მთავრობა ყირგიზი ახალგაზრდების ინიციატივას ახალი ხელისუფლების მხარდასაჭერად, მიესალმება.
ოტუმბაევამ ზახგასმით აღნიშნა, რომ "დროებითი მთავრობა ქვეყანაში კონტრრევოლუციას არ დაუშვებს".