თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა. მისივე თქმით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტერაქტი სტამბოლში ისლამურმა სახელმწიფომ მოაწყო. რაც შეეხება თვითმკვლელ-ტერორისტს, რომელმაც თავი სულთანაჰმედის მოედანზე აიფეთქა, დავუდოღლუს თქმით, ის სირიის მოქალაქე იყო და თურქეთის ტერიტორიაზე ლტოლვილის სტატუსით შევიდა.