ირანში დაკავებული ამერიკელი მეზღვაურები გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. მცირე ზომის ორი სამხედრო ხომალდი ირანელმა მესაზღვრეებმა გუშინ დააკავეს. ამერიკელ მეზღვაურებს მათ ბრალად ირანის ტერიტორიულო წყლების დარღვევა წაუყენეს. როგორც ოფიციალური თეირანი იტყობინება, ვაშინგტონმა მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოიხადა. უკვე დადასტურდა, რომ ამერიკული გემები ირანის წყლებში ნავიგაციის სისტემის გაუმართაობის გამო მოხვდნენ.