4 იანვარს სოფელ ბერშუეთთან დაკავებული 19 წლის ლაშა გლურჯიძე თავისუფალია. 8 დღიანი ტყვეობის შემდეგ ის ცხინვალიდან ციხიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მისი თქმით, საპატიმრიში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. გლურჯიძე მაშინ დააკავეს, როდესაც თანასოფლელთან ერთად სოფლის მახლობლად მდებარე ტაძრის მოსალოცად იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, გლურჯიძეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდა ბრალად.