პარიზში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმელი ტერორისტი, რომელიც ადგილზე მოკლეს, გერმანიაში, თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელში ცხოვრობდა. მისი ოთხი ყალბი სახელი და გვარიდან ერთი რეგისტრირებული იყო, როგორც საქართველოს მოქალაქე.
„შპიგელ ონლაინი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტერორისტი ISIS-ის დროშით ხშირად პოზირებასთან ერთად, კედლებზეც წერდა აგრესიულ მოწოდებებსა და ნიშნებს.
გამოცემის ცნობით, ბოლოს იგი ვალიდ სალიჰის სახელითა და გვარით იყო შეტანილი სარეგისტრაციო სიაში. ტერორისტი, რომელმაც ნაჯახით ხელში სცადა პოლიციის განყოფილებაში, პარიზში შეჭრა და რომელსაც წელზე ე.წ. შაჰიდის ქამარი ჰქონდა შემოტყმული, ტერაქტის მცდელობის დროს მოკლეს. აზულჰაიმიდან ის 2015 წლის დეკემბერში გაუჩინარდა.
ვალიდ სალიჰს საბუთებში ხან სირიის, ხან მაროკოს, ხან კი საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მითითებული, თუმცა, გერმანიაში თავშესაფარი მან ვერცერთი მცდელობისას ვერ მიიღო, რის შემდეგაც პარიზში აღმოჩნდა და პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა სცადა. შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა.