ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. „სამხედრო მინისტრი“სამერ მოჰამედ მათლუბ ალ-მაჰლავი, იგივე „აბუ მუაზი“ მოკლეს. მასთან ერთად დასავლეთ ერაყში მოქმედი დაჯგუფების ცნობილი მეთაური ჰადვან არ-რავიც დაიღუპა. ერაყული წყაროებით, ორივე მათგანი ანბარის პროვინციაში ავიადარტყმებისას იქნა ლიკვიდირებული. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ რამდენიმე საველე მეთაურის დაღუპვის შესახებ.