კრემლის ლიდერმა ჰოკეისტის ფორმა კიდევ ერთხელ მოირგო. საწვრთნელი შეხვედრა ქალაქ სოჭის სპორტკომპლექს გალაქტიკაში ჩატარდა. ყინულზე პუტინი ტრადიციულად 11 ნომრით გავიდა. 2011 წელს იმდროინდელი პრემიერი პუტინი რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრებს დაჰპირდა, რომ სპორტის ამ სახეობას უკეთ აითვისებდა. იმავე ზამთარს მან ჰოკეიში ვარჯიში ოლიმპიურ ჩემპიონ კასატონოვის დახმარებით დაიწყო. მოგვიანებით კი პუტინის ინიციატივით მოყვარულთა ლიგა დაარსდა.