ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის როზა ოტუმბაევას განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ყურნამბეკ ბაკიევის მომხრეებს ვიღაც მოსკოვიდან მართავს. ამის შესახებ ოტუმბავეამ რადიოსადგურ "ეხო მოსკოვის" ეთერში განაცხადა.
"გუშინ შეიარაღებულმა ბაკიევის მომხრეებმა ოშის, ჯალალ-აბადისა და ბატკენსკის დაკავება სცადეს. მათი ჰქონდათ კონკრეტული გეგმა შემუშავებული. სამწუხაროდ, ისინი მოქმედებენ მოსკოვიდან მითითებით", - განაცხადა ოტუმბაევამ.
შეგახსენებთ, რომ 12 მაისს ყირგიზეთში ექს-პრეზიდენტის ბაკიევის მომხრეების გამოსვლა დაიწყო, რომელიც არეულობაში გადაიზარდა. არის მსხვერპლიც. ჯალალ-აბადში სროლის შედეგად დაიღუპა სამი კაცი და 45 დაიჭრა.