თოვასთან ერთად, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ცენტარლურ და შიდა გზებზე თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სავანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრობლემურ ადგილებზე გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობა საგანგებო შტაბის წევრებმა დაათვალიერეს.
სხვადასხვა გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამადაც. სამუშაოები მუნიციპალიტეტებში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
უკვე აღდგენილია მოძრაობა მესტიის მიმართულებით. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამჟამად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ მესტიაში თოვს.