ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განკარგულებით, საგანგებო შტაბმა მუშაობა განაახლა. შტაბის მუშაობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ხელმძღვანელობს.
"მუნიციპალიტეტის 48 ადმინისტრაციულ ერთეულში კრიზისულ უბნებში დაიწყო გაწმენდთი და მოძარაობის აღდგენითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტი დაიყო 4 ზონად და მძიმე ტექნიკა ოთხივე მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. გაიწმინდა და აღსდგა მოძრაობა ქალაქთან მოწყვეტილ ადმინისტრაციულ ერთეულებში. დიდთოვლობის გამო გამგეობის ყველა სამსახური მობილიზებულია. საგანგებო შტაბში შემოდის ინფორმაციები მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ვითარების შესახებ. საგანგებო ვითარებაში, მძიმე ტექნიკია მუშაობს იმ სოფლებში სადაც სამშაბათს მიცვალებულთა გასვენების დღეებია დანიშნული“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ თოლორაიამ.
მისივე თქმით, თოვლმა მოსახლეობას მატერიალური ზიანი მიაყენა. ამჟამად შტაბის მუშაობის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზიანის დათვლა, თუმცა რეალური სურათი მოგვიანებით იქნება.
„მოგვიანებით უფრო დაზუსტებით შევძლებთ ვთქვათ რა მოცულობის ზიანთან გვაქვს საქმე. ინგირის ავტოსამრეცხაოს ავტოსადგომზე თოვლის საფარმა დააზიანა 2 ავტომანქანა.სოფელ კახათში ჩაინგრა მიტოვებული სახლის სახურავი. არის ცალკეული ინფორმაციები, რომლის გადამოწმებაც ამჟამად მიმდინარეობს“, - აცხადებს თოლორაია.
თოლორაიამ ასევე აღნიშნა, რომ მაღალი ზონის სოფლებიდან - ჩხორია,ჭკადუაში და ტყაია საავადმყოფოში გადმოიყვანეს რამდენიმე პირი.
„მათ ვისაც სჭირდებოდათ სტაციონარში გადმოყვანა და ეს შეუძლებელი ხდებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მაქანებით, დავეხმარეთ და ისინი ამჟამად უსაფრთხოდ არიან და სამედიცინო დაწესებულებში გადიან მკურნალობას. ამ ადამიანების გადმოყვანას პოლიციის ორხიდიანი მაქანით უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჩემი მოადგილე, გიზო სართანია“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ თოლორაიამ.
მისივე განმარტებით, ინტენსიურად იწმინდება მაღალი ზონის სოფლები ჭკადუაში, ჭაქვინჯი,ზემოჩხორია, ტყაია.სოფელ ჭაქვინჯის გარკვეულ უბნებში თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია.