ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, გართულებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი–სენაკის მონაკვეთზე.
"რთული მეტეოროლოგიური პირიობების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისაგან. ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ისარგებლონ ზამთრის პერიოდის შესაბამისი ავტოტრანსპორტითა და საბურავებით", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.