4 იანვრის 15 საათის მდგომარეობით რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 2300 აბონენტს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ,,ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ მობილიზებულია დამატებითი სარემონტო ბრიგადები ქვეყნის სხვა რეგიონებიდან. უკვე დილიდან გასულია, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი სარემონტო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ აღდგენით სამუშაოებს, სპეციალლისტების გათვლებით, უახლოეს პერიოდში რეგიონს მთლიანად აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
გაზის მიწოდება რეგიონში ხორციელდება სტაბილურად. ზუგდიდში გაზი არ მიეწოდება მხოლოდ 4 კორპუს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მუშაოებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი.
ამჟამად დიდთოვლობის გამო, მოძრაობა აკრძალულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე.