ქუთაისში თოვა შეწყდა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვის გამო, თოვლის საფარამა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა.
ქუთაისის მერიის ცნობით, გზებსა და საფეხმავლო ბილიკებზე, გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.
ძლიერი ყინვის გამო, ქალაქში კვლავ მიმდინარეობს ტექნიკური მარილის და ქვაღორღის დაყრა.