მორიგი თავდასხმა ავღანეთში. 4 შეიარაღებული პირი თავს ინდოეთის საკონსულოს დაესხა. 2 მათგანის ლიკვიდაცია პოლიციამ ადგილზე შეძლო. მანამდე ქალაქ მაზაფი-საფირში მდებარე საკონსულოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.