ქვემო ქართლის რეგიონი სომხეთს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ფონიჭალა- მარნეული-გუგუთის 15 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში რებილიტაცია ჩაუტარდება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგზაო მონაკვეთების სავალ ნაწილს. ფონიჭალა- მარნეული- გუგუთის საავტომობილო გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს. სარეაბილიტაციო სამუშოები 2016 წელს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.