უკრაინის სუამ-ში ყოფნის საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინ გრიშენკომ გაზეთ "კომრსანტ-უკრაინასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სუამ-ის ეფექტურობის ან არაეფექტურობის განსაზღვრა არ შეიძლება.
"ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეკონომიკური ამოცანების გადასაჭრელად უნდა იქნეს გამოყენებული. იგივე შეგვიძლია ვთქვათ დსთ-ს შესახებაც", - განაცხადა გრეშენკომ.
მისი თქმით, სუამ-ის ძირითადი ეკონომიკური ამოცანა კასპიის აუზიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტია და ეს აქტუალურია. ამასთან, შესაძლებელია თანამშრომლობა საქონლისა და ტვირთის ტრანზიტის საკითხებშიც.
"მინდა ხაზგასმის აღვნიშნო, რომ ჩვენ სუამ-ს პოლიტიზაციის წინააღმდეგი ვართ~, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.