ჯალალ-აბადის ადმინისტრაციულ შენობასთან ბაკიევის მომხრეებსა და მოქმედი ხელისუფლების შეიარაღებულ დაჯგუფებს შორის სროლები მიმდინარეობს
ყირგიზეთის ქალაქ ჯალალ-აბადის ადმინისტრაციულ შენობასთან, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, ბაკიევის მომხრეებსა და მოქმედი ხელისუფლების შეიარაღებულ დაჯგუფებს შორის სროლები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, შეარაღებული ძალები ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით, ისვრიან სადაც ამჟამად ბაკიევის მომხრეები არიან გამაგრებულები. თავის მხრივ, ისვრიან შენობაში გამაგრებული ბაკიევის მხარდამჭერებიც.