ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პაატა კალანდაძის განცხადებით, ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის ყურმანებეკ ბაკიევის მომხრეები ჯალალ-აბადში და ოშში პოზიციებს ტოვებენ.
როგორც პაატა კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, წუხელ, ყირგიზეთის დროებითმა მთავრობა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ისმაილ ისაკოვის დაავალა მიეღო გადაწყვეტილება და რეგინში ვითარების დასარეგულირებლად ჩასულიყო.
"ისმაილ ისაკოვი გუშინ ღამით რეგიონში დროებითი მთავრობის მხარდამჭერებთან და შესაბამისი დანიშნულების რაზმთან ერთად ჩავიდა. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტის მომხრეები პოზიციებს თმობენ და ჯალალ-აბადში და ოშში ადმინისტრაციული შენობები უკსვე გაანთავისუფლეს. თუმცა ვითარება კვალავ დაძაბული რჩება", - განაცხადა პაატა კალანდაძემ.
მისი ინფორმაციით, ვითარება ყირგიზეთში, კერძოდ კი ჯალალ-აბადში, ოშში და ბადკენში 12 მაისს დაიძაბა, თუმცა პიკს გუშინ მიაღწია, როდესაც ბაკიევის მომხრეებმა ადმინისტრაციული შენობის დაკავება და ჯალალ-აბადის აეროპორტს ასაფრენი ბილიკის ბლოკირება შესძლეს.