ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მხარდამჭერი კომიტეტის ინფორმაციით, სამხრეთ ყირგიზეთში მათ მხარს 25 ათასი ადამიანი უჭერთ. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" აღნიშნული კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ხალხი მზადაა ჯალალაბადში გაერთიანდნენ და ქვეყნის ჩრდილოეთ მიმართულებით გადაინაცვლონ, რათა "დროებით მთავრობას დაუპირისპირდნენ".
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ყირგიზეთში არეულობა გრძელდება. ბაკიევის მომხრეებმა ქალაქ ოშისა და ჯალალაბადის ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს.