ყირგიზეთში აკრედიტებულმა ბელორუსმა დიპლომატებმა ბიშკეკი უსაფრთხოების დაცვის მოტივით დატოვეს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" ბელორუსის საგრეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ანდრეი ცავინიხზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, ყირგიზეთში ბელორუსიის ელჩი ვიქტორ დენისენკო მინსკში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს, თუმცა იგი აღნიშნავს, რომ ყირგიზეთში ექსტრემისტული დაჯგუფებებისგან ბელორუსი დიპლომატების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ყურნამბეკ ბაკიევი თავს ბელორუსს აფარებს.