ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებმა ქალაქ ოშში აეროპორტი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბაკიევის მომხრეების მიერ აეროპორტის დაკვებიდან რამდენიმე საათში ქვეყნის დროებითი მთავრობის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოშის აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
"მიუხედავად ბაკიევის მომხრეების მხრიდან აეროპორტის დაკავების მცდელობისა, ფრენები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება", - ნათქვამია დროებითი მთავრობის განცხადებაში.
დღესვე ბაკიევის ორასამდე მომხრემ ჯალალაბადში ადმინისტრაციული შენობაც დაიკავა. აქციის მონაწილებს შორის 80% ქალია, რომლებიც სკანდირებენ - "ბაკიევი ჩვენი პრეზიდენტია", ბაკიევი ყირგიზეთის კანონიერი პრეზიდენტია".