რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან დაუმთავრებელი ომის ატმოსფეროს შენარჩუნებითაა დაინტერესებული.
"სააკაშვილის რეჟიმი რუსეთთან დაუმთავრებელი ომის ატმოსფეროს შენარჩუნებითაა დაინტერესებული. მას ეს როგორც ქვეყნის შიგნით ხელისუფლების კონსოლიდაციისათვის, ისე თავისი თავისადმი საერთაშორისო საზოგადოების უკვე დნობადი ინტერესის მხარდაჭერისათვის სჭირდება", _ აცხადებს სერგეი ლავროვი და დასძენს, რომ საქართველოში დღეს "მანიაკალური დაჟინებით ნადგურდება ყველაფერი რაც სულიერად და კულტურულად რუს და ქართველ ხალხს აერთიანებს".