ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმების შესრულების შუალედური ანგარიში გამოქვეყნებულია. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირი 2009 წლის ივლისში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებას აკრიტიკებს, რომლის შესაბამისადც ადმინისტრაციული სასჯელის ვადა 30-დან 90 დღემდე გაიზარდა.
"ეს ცვლილება სრულად არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ციხეების გადატვირთულობა კვლავ პრობლემად რჩება.