სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყნაში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს ჩრდ. კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვიტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია 100 სამხრეთ კორეული კომპანიის პოზიცია, რომლებსაც ჩრდ. კორეაში გარკვეული სახის კაპიტალ დაბანდება აქვთ და 42 ათასი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე ჰყავთ დასაქმებული.
შეგახსნებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 26 მარტს, "ყვითელ ზღვაში", სამხრეთ კორეული ხომალდი ჩაიძირა. მოგვიანებით, სამხრეთ კორეულმა და ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურეს, რომ ხომალდი ჩრდილოეთ კორეის კუთვნილებაში მყოფი წყალქვეშა ნავის მიერ ნასროლი ტორპედოთი ჩაიძირა.